გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ყოფილ ამერიკელ მზვერავ სკოტ რითერს აშშ-ში FARA-ს დარღვევაში სდებენ ბრალს - FBI-იმ რითერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

9-08-2024

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ყოფილი ამერიკელი მზვერავის, გაეროს ექსინსპექტორ სკოთ რითერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ თავად რითერმა განუცხადა საკუთარ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს.


არსებული ცნობით, მას ბრალად ედება უცხოური აგენტების ამერიკული რეგისტრაციის აქტის, FARA-ს დარღვევა. 


„ჩემს სახლში ხდება, უკავშირდება იმას, რომ აშშ-ის მთავრობა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის დარღვევაში მადანაშაულებს. გეტყვით, რომ არ დამირღვევია უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, - ამბობს რითერი.


მისი აზრით, სინამდვილეში ჩხრეკა თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას წარმოადგენს, ვინაიდან ის ბოლო პერიოდში, უკრაინაში აშშ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებდა. მისივე თქმით, არ აპირებს გაჩუმებას და მაინც გააგრძელებს თავისი საქმის კეთებას.