გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან

11-08-2024

განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისში განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება.


"უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ გვექნება არაერთი ვიზიტი ამ რეგიონში, რაც არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან და ჩვენი ვალია მაქსიმალურად ვიზრუნოთ აქ მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე", - აღნიშა პრემირმა.