გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ცოტნე ანანიძე სენატორებზე: პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის - კანდიდატის სტატუსი ამის მაგალითია, ევროინტეგრაცია საკვანძო საკითხია, რაც გადახედვას არ ექვემდებარება

12-08-2024

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, სენატორების მიერ, საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.


„პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის - კანდატის სტატუსი ამის მაგალითია. ევროინტეგრაცია საკვანძო საკითხია, რაც გადახედვას არ ექვემდებარება.


ეროვნულ-პრაგმატული პოლიტიკის გამო, საქართველოს ჰქონდა და ახლაც აქვს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებთან, რასაც ოპოზიცია იყენებს შიდა დაპირისპირებისთვის. თუმცა, ცალკეულ პოლიტიკოსთა თუ სენატორთა აზრი ვერ შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნავს ცოტნე ანანიძე.