გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პარლამენტი 855 ათას ლარად 19 სედანის ტიპის ავტომობილს შეიძენს

7-12-2017

საქართველოს პარლამენტმა ავტომანქანების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 19 ცალი სედანის შესაძენად პარლამენტს 855 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ტენდერის პირობების თანახმად, ავტომანქანები უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი; გამოშვების წელი არანაკლებ – 2017; გარბენი – არაუმეტეს 30 კმ; კარების რაოდენობა არანაკლებ 4; საწვავის ტიპი – ბენზინი; ძრავის მოცულობა არანაკლებ 1.6, არაუმეტეს 2.0; ცხენის ძალა – არანაკლებ 120… საჭე – მარცხნივ; ავტომანქანების ძარის ფერი უნდა იყოს ვერცხლისფერი, ხოლო სალონის – შავი; NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი), ან JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი).

ამასთან, მიწოდებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ახლდეს სასაქონლო ზედნადები და სანომრე ნიშნები, ხოლო განბაჟების და სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურების უზრუნველყოფა და ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 120 დღეში. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს თბილისში, [რუსთაველის გამზირი, საქართველოს პარლამენტის სასახლე].
მიწოდებულ საქონელზე სრულად უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 3 წელი ან 100 000 კმ., გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, ელექტრო მცველები და სხვ.).
ტენდერი მიმდინარე წლის 18 დეკემბერს დასრულდება.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"