გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკა გვარამიამ ანტითურქული განცხადება გააკეთა

21-08-2024

პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ზუგდიდის ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, ანტითურქული განცხადება გააკეთა.


როგორც გვარამიამ განაცხადა, სამეგრელო არის ადგილი, რომელიც არასდროს წასულა არც რუსეთისკენ და არც თურქეთისკენ.


„ეს არის ადგილი, რომელიც, რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში და ხდება ბევრი, ხდება ხშირად, ხდება სამწუხაროდ - არასდროს, არც ერთი მილიმეტრით, არც ერთი ნაბიჯით, არ გადასულა ერთიანი საქართველოს მაგისტრალიდან და არასდროს წასულა არც რუსეთისკენ, არც თურქეთისკენ, თურქეთს ვგულისხმობ ისლამურ თურქეთს“,  - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.