გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურა: ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა - ვინაიდან განცხადება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა

22-08-2024

პროკურატურის ინფორმაციით, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში იყო დაბარებული, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.


„ნათია მეზვრიშვილი მისი განცხადების საფუძველზე დამატებითი გარემოებების დასაზუსტებლად თბილისის პროკურატურაში გასაუბრებაზე იქნა დაბარებული. მან უარი განაცხადა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე. ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა“, - განაცხადეს პროკურატურაში.


ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებდა, რასაც მისივე შეფასებით, ოპოზიციონერების და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ ფიზიკური თავდასხმები მიჰყვა. ნათია მეზვრიშვილი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვდა.