25-10-2018
კახეთში ქართული ზეთისხილის რთველი გაიმართა. მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო.
სოფელ საქობოში ზეთისხილის პლანტაციები 300 ჰექტარ ფართობზე, 7 წლის წინ გაშენდა, გადამამუშავებელი ქარხანა კი, 2016 წელს, ჰოლანდიურ–თურქული ინვესტიციითა და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტით შეიქმნა.
ზეთისხილის რთველში ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
17-01-2026