გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: 204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე, ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება, ვულოცავ მთლიანად გუნდს, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე

26-08-2024

ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა - 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი, 1 ბრინჯაოს მედალი. ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ყველას მინდა ეს დიდი წარმატება მოგილოცოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, 204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე და ეს არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი.


„ჩვენ არ შევკრებილვართ ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს ძალიან დიდი წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ ამ ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა - 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი, 1 ბრინჯაოს მედალი. ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ყველას მინდა ეს დიდი წარმატება მოგილოცოთ. ასევე, დაფიქსირდა 24-ე ადგილი, რაც არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი. 204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე და ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვულოცავ თავად ოლიმპიელებს, მათ მწვრთნელებს, საექიმო პერსონალს და მთლიანად იმ გუნდს, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.