გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

25-10-2018


„ჩვენთვის სპორტს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ვამაყობთ ჩვენი დიდი ტრადიციებით, რომელშიც ფეხბურთს განსაკუთრებული როლი აქვს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სწორედ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში არის წარმატების მთავარი გასაღები. ჯერ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდეთ. ჩვენთვის ახალგაზრდების, მოზარდების, ბავშვების ჩართულობა სპორტში ყველაზე პრიორიტეტულია. სამწუხაროდ, ჩვენ მასობრივი სპორტის განვითარებაში ბევრ ევროპულ სახელმწიფოს ჯერ კიდევ 6-7-ჯერ ჩამოვრჩებით. აქედან  გამომდინარე, სწორედ ასეთი ინფრასტრუქტურა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ მასობრივ სპორტში ჩართულობის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. აკადემიაში ამ ეტაპზე დაახლოებით 60 ბავშვი იცხოვრებს, რომელთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია.


აკადემიის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, ამ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.


Imedinews.ge