გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა

27-08-2024

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მდინარის სანაპირო ზოლზე ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების სცენარის მიხედვით, სადაზვერვო ქვედანაყოფების ამოცანას სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, მდინარის ფონის მახასიათებლების შესწავლა და მდინარეზე ფორსირება წარმოადგენდა.


დაზვერვის ქვედანაყოფის ათეულებმა მდინარეზე ფორსირება, ჩასაფრება და ევაკუაცია წარმატებით განახორციელეს.