გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

POLITICO: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აპარატის უფროსად თავისი სიძე დანიშნა - მალტელმა ევროპარლამენტარმა მეცოლას ნაბიჯს ნეპოტიზმი უწოდა

29-08-2024

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ აპარატის უფროსად თავისი სიძე დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მეთიუ ტაბონე, რომელმაც ევროპარლამენტში მუშაობა 2013 წელს დაიწყო, ლეტისია ანსალდოს ჩაანაცვლებს.


მალტელმა ევროპარლამენტარმა, ალექს აგიუს სალიბამ მეცოლას ნაბიჯს ნეპოტიზმი უწოდა.


„წარმოიდგინეთ, მე ან [„ლეიბორისტული პარტიის“] წარმომადგენელს თავისი ოჯახის წევრი უმაღლეს თანამდებობაზე რომ დაენიშნა“, - აღნიშნა სალიბამ.


მეთიუ ტაბონე წლების განმავლობაში მეცოლას თანაშემწედ მუშაობდა. ის 2015 წელს მეცოლას დაზე დაქორწინდა.