გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: „სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია! - „ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია!

31-08-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეხმაურება საზოგადოების ნაწილში არსებულ რეაქციას, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ რეგისტრაციას გაივლიან „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“.


„ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია! ხელები შორს ორგანიზაცია „სირცხვილიასგან”. „სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!“, - წერს მამუკა მდინარაძე.


როგორც „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორმა გიორგი მჟავანაძემ განმარტა, ახალი რედაქციით, „აგენტის" სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს იმას, ორგანიზაცია აგენტის სტატუს მიიღებს თუ არა.