გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკა სეფაშვილი: მისასალმებელია, რომ „სირცხვილიამ“, როგორც იქნა, წაიკითხა კანონი, მიხვდა, რომ საქმიანობის ხელის შეშლას კანონი არ ისახავს მიზნად და დარეგისტრირდა

31-08-2024

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი გამჭვირვალობის კანონის რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციას ეხმიანება.


დეპუტატი აღნიშნავს, რომ აქტიურად მოქმედი NG0-ების დაახლოებით მეოთხედია უკვე რეგისტრირებული.


პარლამენტის წევრი „სირცხვილიას“ რეესტრში რეგისტრაციის ფაქტსაც გამოეხმაურა.


მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ორგანიზაციამ კანონი წაიკითხა და მიხვდა, რომ საქმიანობის ხელის შეშლას კანონი არ ითვალისწინებს.


„მისასალმებელია, რომ ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ. აქტიურად მოქმედი ორგანიზაციების დაახლოებით მეოთხედი უკვე დარეგისტრირებულია და ალბათ, ორშაბათს, კიდევ უფრო მეტი დარეგისტრირდება. ასევე მისასალმებელია, რომ „სირცხვილიამ“, როგორც იქნა, წაიკითხა კანონი, მიხვდა, რომ საქმიანობის ხელის შეშლას კანონი არ ისახავს მიზნად და დარეგისტრირდა. იმედი მაქვს, რომ სხვა ორგანიზაციებიც დარეგისტრირდებიან და არ განაგრძობენ საქართველოს წინააღმდეგ აბსურდული ქმედებების განხორციელებას,“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.