გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპში, ჭიდაობა სამბოში, ვანო გამხიტაშვილის მემორიალური ტურნირი გამართა

1-09-2024

საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ქალაქ კასპში ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორის, ევროპის ჩემპიონის ვანო გამხიტაშვილის მემორიალური ტურნირი გამართა ჭიდაობა სამბოში (ახალგაზრდებში).

 

ტურნირის მიზანი სამბოს პოპულარიზაცია, მონაწილეთა ოსტატობის ამაღლება და საქართველოს ნაკრები გუნდისთვის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებისათვის კანდიდატების შერჩევა იყო.

 

ტურნირის გამარჯვებულები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ოქტომბერში, კვიპროსში გამართულ მსოფლიო პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას.

 

საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების ფედერაციის პრეზიდენტმა გია გაზდელიანმა კასპის მუნიციპალიტეტის მერს ვახტანგ მაისურაძეს ჭიდაობა სამბოს ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.