გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო ფოჩხუა ნინო ევგენიძეზე: ეს ქალბატონი არის „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი - რა კარგად შეუფუთავს მისი ძირითადი საქმიანობა ანუ დაუმორჩილებლობის ორგანიზება და რევოლუციის მოწყობა

3-09-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში აზიარებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის ინტერვიუს გადაცემაში „დღის სტუმარი“, სადაც ის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის - „გარდამტეხი წელი" თაობაზე საუბრობს.


როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ნინო ევგენიძეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით შეუფუთავს მისი ძირითადი საქმიანობა ანუ დაუმორჩილებლობის ორგანიზება და რევოლუციის მოწყობა.


„ეს ქალბატონი არის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. რა კარგად შეუფუთავს მისი ძირითადი საქმიანობა ანუ ორგანიზება დაუმორჩილებლობის და რევოლუციის მოწყობის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით. აი რას ამზადებენ, რისთვის იწვევენ არანაირი სტატუსის მქონე ყოფილ ჩინოსნებს. აი ეს ხალხია, ვინც გაერთიანებულია „ომის პარტიაში“ და აქ საქართველოში ასრულებენ უცხოურ დავალებებს. ნურავის ეგონება, რომ ხალხს სძინავს ან ვერ ხედავენ რა უფსკრულისკენ მიაქანებენ ქვეყანას ეს ადამიანები“, - წერს ნინო ფოჩხუა.