გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25-10-2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა" და სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


ეს საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ამ სფეროში გაფორმებული უკვე მეორე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია. დოკუმენტი ქვეყნებს შორის საზღვაო კარტოგრაფიისა და ბათიმეტრიული კვლევების ერთობლივ წარმოებას, სამხრეთ კორეის მხრიდან საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას, პერსონალის ურთიერთგაცვლას, სასწავლო ტრენინგების უზრუნველყოფას და სამუშაო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.


მხარეების მიერ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, ქალაქ ბუსანში შედგა, ღონისძიება აქტიურად შუქდება კორეის მედიის საშუალებებით. მიმდინარე წლის მაისში საქართველოსა და სამხრეთ კორეის საზღვაო საქმეთა და უსაფრთხოების ბიუროს შორის უკვე გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ქვეყნებს შორის სანავიგაციო დამხმარე საშუალებების კუთხით პრაქტიკის გაზიარებას და ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით მხარეები უკვე აქტიურად თანამშრომლობენ.