გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია აბაშიძე: 26 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა დაირაზმოს ხმის მისაცემად, რათა მმართველმა გუნდმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა

5-09-2024

„26 ოქტომბრის მორიგ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში, „ქართული ოცნება“ გარანტირებულად მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას,“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.


ანალიტიკოსი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა მობილიზდეს და მივიდეს არჩევნებზე, რათა მმართველმა გუნდმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.


„26 ოქტომბრის მორიგ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში, "ქართული ოცნება" გარანტირებულად მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას. თუმცა, „ქართული ოცნების“ ელექტორატის ნაწილმა იცის რა, რომ მისი პარტია ახლაც გაიმარჯვებს, შესაძლოა, სოციალური სიზარმაცე გამოიჩინოს და არ მივიდეს საარჩევნო უბნებზე. ამიტომ 26 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა დაირაზმოს ხმის მისაცემად, რათა მმართველმა გუნდმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და განახორციელოს ის ფუნდამენტური, ისტორიული ცვლილებები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს ესაჭიროება,“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.