გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდის იუსტიციის სახლში პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენა გაიხსნა

25-10-2018

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე რეგიონებში გამოფენები გრძელდება. ამჯერად ექპოზიცია ზუგდიდის იუსტიციის სახლში გაიხსნა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენა 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ წერილობით და ფოტომასალას მოიცავს.

 

მიმდინარე წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის არის გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც წლის განმავლობაში იუსტიციის სახლებში ტარდება.

 

არქივში დაცული მრავალფეროვანი დოკუმენტები საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების – არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრიტებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.

 

ზუგდიდის იუსტიციის სახლში გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება.