გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

6-09-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 24-ე შეხვედრა გაიმართა.


რამშტაინის ავიაბაზაზე შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინაში არსებული ვითარება და უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.


უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.