გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საქართველოდან უკრაინის რწმუნებულის გაწვევის მიზეზი შესაძლოა სარეცხი მანქანა იყოს, რადგან მედიის ცნობით, ომში მყოფი სახელმწიფოს წარმომადგენელმა თათბირზე „საელჩოში სარეცხი მანქანების შეცვლის აქტუალური საკითხი წამოსწია“

9-09-2024

უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის, მიხაილ ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.


ანდრეი სიბიგამ Facebook-ზე დაწერა, რომ ასეთი გადაწყვეტილება 8 სექტემბერს უკრაინის ელჩებთან და კონსულებთან ჩატარებული თათბირის შემდეგ მიიღო, რადგან ხარიშინს „აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალიები“.


უკრაინული მედია წერს, რომ ხარიშინმა თათბირზე „საელჩოში სარეცხი მანქანების შეცვლის აქტუალური საკითხი წამოსწია“.


უკრაინის უმაღლესმა რადამ სიბიგა საგარეო უწყების ხელმძღვანელად 5 სექტემბერს დანიშნა.