გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-რეალიზაციის 213 ფაქტი გამოავლინეს

10-09-2024

მიმდინარე წლის, 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის 213 ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 35 141 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.


საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევი პირების მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.