გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

15-09-2024

საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.


სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.


გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.