| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
16-09-2024
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.
მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
„ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება” –აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.