გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მიხეილ ყაველაშვილმა უცხოეთში მცხოვრები წარმატებული დიასპორელების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

16-09-2024

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, უცხოეთში მცხოვრები წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა.


ღონისძიებაზე 7 ქვეყანაში მცხოვრებ, 17 წარმატებულ დიასპორელს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ, ასევე წარმატებული დიასპორელების შესახებ მომზადებული ვიდეომასალის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ თბილისის მერიის, საკრებულოს, საპატრიარქოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


წარმატებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია წელს მეცხრედ გაიმართა.