გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა

27-10-2018

,,სიტყვები არ მყოფნის გულწრფელად ვამბობ იმიტომ, რომ ასეთი თანადგომა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინა ქართული რაგბის მიმართ და შესაბამისად მისმა ფონდმა ,,ქართუმ“, ალბათ უპრეცედენტოა მსოფლიოში და ამიტომაც მოხდა 2015 წელს ამის აღნიშვნა და მსოფლიო რაგბმა ამ ადამიანს განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად სპეციალური წოდებაც კი მიანიჭა.


ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ ძალიან ფხიზლად და ყურადღებით ვიყოთ, რომ გულშემატკივარს არ ვუღალატოთ და გამარჯვებებით გავახაროთ, ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებთ“- ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ განაცხადა.


შეგახსენებთ, რომ დღეს ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსი გადასცა.


მხარდაჭერის უპრეცენდენტო პროგრამა ფონდმა „ქართუმ“ ათი წლის წინ დაიწყო და ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, მეორე მხრივ, კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა.