| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
18-09-2024
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მის ირგვლივ ურეიტინგო პოლიტიკოსების შემოკრება დაიწყო, „ხალხის ძალამ“ თქვა, თუ რა მიზანი ჰქონდა პრეზიდენტს.
„ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით - შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა „ლელოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას“- განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ არც გახარიას და არც ხაზარაძის პარტიას არ აქვს 5 პროცენტის გადალახვის შანსი, შესაბამისად მათმა უცხოელმა პატრონებმა მათი გაერთიანება გადაწყვიტეს, რადგან რაიმე ხერხით ბარიერი გადაალახვინონ.
„სამთვე-ნახევრის წინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო გარკვეული მოძრაობა და ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების შეკრება მის ირგვლივ, „ხალხის ძალამ“ ვთქვით, რომ ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით - შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა „ლელოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას. ცალ-ცალკე, არც „ლელოს“ და არც გახარიას, არ აქვს 5%-ის გადალახვის შანსი. შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა ჩათვალეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი“- განაცხადა სოზარ სუბარმა.