გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

N8 ლიკანის საარჩევნო უბანზე 2 დამკვირვებელი ისეთი ჟილეტით შევიდა, რომელზეც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი და "ოცნების" ლოგოა გამოსახული

28-10-2018

ორი დამკვირვებელი, "ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებიდან" ბორჯომში, N8 ლიკანის საარჩევნო უბანზე ისეთი ჟილეტით შევიდა, რომელზეც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი და "ოცნების" ლოგოა გამოსახული.

 

დამკვირვებლები, ივანე ზედგინიძე და საბა ღონღაძე ამბობენ, რომ მათ ეს ჟილეტები "ქართული ოცნების" ოფისში მისცეს.

 

უბნის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან ორივე მათგანს უბანი დაატოვებინა.

 

დამკვირვებლები საარჩევნო უბნის ეზოში არიან, მათ ჟილეტები, რომლებზეც "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერია გამოსახული, გაიხადეს.


sknews.ge