გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა კალაძე: ხმა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას მივეცი

28-10-2018

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მან დღეს ხმა საქართველოს განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას მისცა.


კახა კალაძემ საკუთარი ხმა საირმის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.


„მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ  საზოგადოება დაყოს, მიაყენოს შურაცხყოფა ადამიანებს, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა. ჩვენ ეს ვნახეთ როგორი მძიმე იყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს. პირიქით უნდა გავერთიანდეთ, ქართველები ცოტა ვართ, გვჭირდება გაერთიანება, კონსოლიდაცია და ერთიანი ძალისხმევით ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.