გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კახეთში, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე მაგისტრალური სარწყავი არხის მონაკვეთი გაიწმინდა

25-09-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები განახორციელა.


სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 1 კილომეტრამდე მონაკვეთი გაიწმინდა.


სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 13 სოფლის (შალაური, კისისხევი, ნასამხრალი, წინანდალი, კონდოლი, ქვემო ხოდაშენი, ბუშეტი, ვანთა, აკურა, კახიფარი, კალაური, ვაჩნაძიანი და შაშიანი) დაახლოებით 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.