| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
25-09-2024
"Мелко, Хоботов, мелко" - ცნობილი საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრიდან ამ ციტატით ვუპასუხებდი ჯო ბაიდენს იმ საცირკო პერფორმანსზე, ძაღლს ძვალს რომ გადაუგდებ, ისე რომ გადაუგდო მან თავის აგენტებს საქართველოში,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე მიწვევის გაუქმება თავიდანვე იყო გამიზნული და ამ ნაბიჯით საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციამ, კაპიტულირების აქტი გააფორმა.
"Мелко, Хоботов, мелко" - ცნობილი საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრიდან ამ ციტატით ვუპასუხებდი ჯო ბაიდენს იმ საცირკო პერფორმანსზე, ძაღლს ძვალს რომ გადაუგდებ, ისე რომ გადაუგდო მან თავის აგენტებს საქართველოში. ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირება კი მიმაჩნია საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად. საკუთარი თავის საქართველოს "სტრატეგიული პარტნიორების" სიიდან ამოღება აშშ-ს ისტორიაში ამ ალბათ ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაციის მხრიდან - დაახლოებით მსგავსი ქმედებით უნდა დაგვირგვინებულიყო. ხოლო ირაკლი კობახიძეს კი ერთდროულად ორ ღირსშესანიშნავ ფაქტს ვულოცავ: პირველი - დაბადების დღეს, დღეგრძელობას, ოჯახურ ბედნიერებას და წინსვლას ვუსურვებ და მეორე - ამ ვახშამზე შესაძლო მოწამვლის გადარჩენას,“ - წერს დავით ქართველიშვილი.