გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებზე ხმა ქუთაისში მისცა

28-10-2018

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე მისცა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს. 


„უამრავი საჩივარი და შენიშვნებია უკვე. ამომრჩევლის აქტივობა ნორმალურია. მე მინდა, მივმართო ამომრჩეველს, გადადეთ ყველა საქმე და მიდით არჩევნებზე, რადგან თქვენ ირჩევთ საქართველოსა და თქვენი შვილების მომავალს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ხმა ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.



1tv.ge