გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორში კომბინატის საარჩევნო უბანზე მოქალაქემ სამაგიდო სია დახია

28-10-2018

ორში, კომბინატში, მოქალაქემ სამაგიდო სია დახია. შემთხვევა 96-ე უბანზე მოხდა.

მეათე საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ვერ აკონკრეტებენ  მიზეზს, რამაც შესაძლოა მოქალაქის გაღიზიანება გამოეწვია.

საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი ამბობს, რომ დახეული სია ,,სკოჩით" შეკრეს.

,,პროცესი ჩვეულებრივი აღდგა. პოლიცია იქნა გამოძახებული და გამოძიებას ისინი აწარმოებენ. უბნის წევრები ამბობენ, რომ მისულები იყვნენ ბებია, შვილი და შვილიშვილი. ისინი სიაში იყვნენ, თუმცა მოულოდნელად გაღიზიანდა ერთ-ერთი მათგანი და სია დახია" - აცხადებს მალხაზ მირუაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ თუ აღდგენილი სამაგიდო სია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მონაცემები კომისიის წევრებისთვის გასაგებია, ამ შემთხვევაში, მისაღები იყო ამ მეთოდით ქაღალდის აღდგენა.

,,ეს ის შემთხვევაა, როდესაც ახალ სამაგიდო სიას ვეღარ მიიტანენ.  ახსნა-განმარტებები უნდა დაიწეროს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამაგიდო სიის აღდგენა შესაძლებელი გახდა" - აღნიშნავს ქეთი ბებიაშვილი.



qartli.ge