გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სალომე ზურაბიშვილი: ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან და დემოკრატიულ საქართველოს მივეცი

28-10-2018

მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან დღეს არჩევნებზე ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან და დემოკრატიულ საქართველოს მისცა.

 

მან დღეს საკუთარი არჩევანი კრწანისის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქში, მესამე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

 

„დღეს მე ხმა მივეცი დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან და დემოკრატიულ საქართველოს. იმედი მაქვს, ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდება.

რაც შეეხება მეორე ტურის ალბათობას, დღეს პირველი ტურია, დაველოდოთ და ამ საღამოსვე გავიგებთ ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა. მე მათ არჩევანს პატივს ვცემ“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.