| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
27-09-2024
„სუვერენული საქართველოს არჩევნებში ასე ღიად და თავხედურად აშშ-ის ჩარევა უპრეცედენტოა, თუკი მანამდე იყვნენ ნაცრადიკალების ჩრდილოვანი კონსულტანტები, ახლა დაუფარავად ხდება პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, გარე ძალების მიერ ქართულ არჩევნებში ჩარევა დღეს განსაკუთრებით ინტენსიურია.
მისივე თქმით, 2019 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი "არჩევნებში უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ", რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის არჩევნებში ნებისმიერი სახით ჩამრევ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი - ჯარიმასთან ერთად, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა. მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი რამ აქამდე რომ მიეღო საქართველოს პარლამენტს, ამას შეაფასებდნენ როგორც "რუსული", "ავტორიტარული" და ა.შ.
„სუვერენული საქართველოს არჩევნებში ასე ღიად და თავხედურად აშშ-ის ჩარევა უპრეცედენტოა, თუკი მანამდე იყვნენ ნაცრადიკალების ჩრდილოვანი კონსულტანტები, ახლა დაუფარავად ხდება პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან. კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარის, დოვ ლევინის ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომის თანახმად, 1945-2000 წლებში, გლობალურად, აშშ 81-ჯერ ჩაერია სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში. სავარაუდოდ, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამერიკის უხეშ პირდაპირ ჩარევას ცალკე კვლევებს მიუძღვნიან დასავლელი ექსპერტები. ცნობისთვის, 2019 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი "არჩევნებში უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ", რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის არჩევნებში ნებისმიერი სახით ჩამრევ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი - ჯარიმასთან ერთად, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა. მსგავსი რამ აქამდე რომ მიეღო საქართველოს პარლამენტს, ეს იქნებოდა "რუსული", "ავტორიტარული" და ა.შ. თუმცა, გვიანი არც მომავალშია“, - წერს გია აბაშიძე.