გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ილია დარჩიაშვილმა ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა ახალი მისაღები დაათვალიერა

28-09-2024

ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა.


ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.


უწყების ცნობით, მომსახურების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა.


განახლებული მისაღები, სადაც მომსახურების 3 ავტონომიური ფანჯარაა, საშუალებას მისცემს გენერალურ საკონსულოს, მოახდინოს საკონსულო ოლქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი და სწრაფი მომსახურება. ნიუ-იორკში გენერალური საკონსულო აშშ-ის 25 შტატს აერთიანებს.