გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გია აბაშიძე: ცესკოზე გაშმაგებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობს აგენტოკრატია, თუ უწინ ეს არ ჩანდა და მხოლოდ მყრალი ნაცპროპაგანდა იყო ავანსცენაზე, ახლა ყველაფერი თვალსაჩინოა, თუმცა ობიექტური შედეგები გააქარწყლებს ამ უპრეცედენტო ანომალიასაც

30-09-2024

ცესკოზე გაშმაგებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობს აგენტოკრატია, თუ უწინ ეს არ ჩანდა და მხოლოდ მყრალი ნაცპროპაგანდა იყო ავანსცენაზე, ახლა ყველაფერი თვალსაჩინოა, თუმცა ობიექტური შედეგები გააქარწყლებს ამ უპრეცედენტო ანომალიასაც, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე "ტვ პირველის" მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციის კამპანიას.


მისივე თქმით, მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია წინ აღუდგეს ჰიბრიდულ ომს, რომლის მიზანია საქართველოს ხელისუფლებაში როგორმე დასვან ზნედაცემული მარიონეტი ძალები.


„ცესკოზე გაშმაგებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობს აგენტოკრატია, თუ უწინ ეს არ ჩანდა და მხოლოდ მყრალი ნაცპროპაგანდა იყო ავანსცენაზე, ახლა ყველაფერი თვალსაჩინოა, თუმცა ობიექტური შედეგები გააქარწყლებს ამ უპრეცედენტო ანომალიასაც. ცხადია, საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა მოიგერიოს "ტვ პირველისა" თუ სხვა უსამშობლოების ბინძური დეზინფორმაცია, მის თანამშრომლებზე ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, გადამწყვეტი სიტყვა კი, ელექტორატზეა 26 ოქტომბერს. მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია წინ აღუდგეს ამ ჰიბრიდულ ომს, რომლის მიზანია საქართველოს ხელისუფლებაში როგორმე დასვან ზნედაცემული მარიონეტი ძალები“, - წერს გია აბაშიძე.