გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი კობახიძე ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს ულოცავს

1-10-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს ულოცავს.


მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ხაზს უსვამს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა ამყარებს.


„გულწრფელად გილოცავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ამყარებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ხალხთა შორის ძლიერ კავშირებთან ერთად, უამრავ შესაძლებლობას უქმნის ორივე ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაფართოებას და გაძლიერებას", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.