გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მერაბ ქვარაია: „ნაცმოძრაობას“ ჭიქაში ქარიშხალის დატრიალება არ გამოუვა

28-10-2018

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას განცხადებით,  „როგორც ჩანს საქმე გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნასთან ან მიზანმიმართულ პროვოკაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“, კერძოდ მისი წარმომადგენლის მურთაზ ზოდელავას მხრიდან“.

 

„საარჩევნო უბნებზე, შენობის გარეთ საარჩევნო აგიტაცია, მათ შორის პლაკატების გაკვრა აკრძალული არ არის. შესაბამისად მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს სიმშვიდისკენ, არჩევნები მიმდინარეობს თავისუფალ, დემოკრატიულ პირობებში და "ჭიქაში ქარიშხლის" დატრიალება მათ არ გამოუვათ“-აცხადებს ქვარაია.