გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გორთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

29-10-2018

გორთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. გორი-კარალეთის მონაკვეთზე ერთმანეთს „ბე-ემ-ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა და „მინივენი“ შეეჯახა.


ავარიის შედეგად 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სამი დაშავებული კი მრავლობითი დაზიანებებით სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


„შემოყვანილი სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთაგან სამივე მამაკაცია. მათ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ. სამივე პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდებათ ყველა საჭირო კვლევა და კვლევების პარალელურად მიმდინარეობს გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებები“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან საუბრისას ექიმმა ლექსო ხეთაგურმა.


ipn.ge