გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფელ ზემო ბოდბის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება  

29-10-2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სიღნაღის სერვის ცენტრის თანამშრომლები წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ამჟამად სოფელ ზემო ბოდბეში ახორციელებენ.


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბის მოსახლეობას დაახლოებით 25 წელია წყალი ყოველდღიურად მხოლოდ 6-7 საათით მიეწოდება.


სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1000-მდე ადგილობრივს წყლის პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.


სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება წყალმომარაგების სისტემა, ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლდება და გამრიცხველიანდება მოსახლეობა.


სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.