გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმი შენდება

29-10-2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალ, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიურ მუზეუმს აშენებს.  პროექტი,  მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 9 მილიონ  ლარს აჭარბებს.


მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, მცხეთა მთიანეთის გუბერნატორთან, შალვა კერესელიძესთან ერთად მოინახულა.


ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში  საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები და კაფეტერია განთავსდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში  შენობის სივრცეში არსებული ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოები  ჩატარდება. მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა და  გარე განათებით, ავტოსადგომით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით აღიჭურვება.


პროექტი, მუზეოგრაფიის თანამედროვე სტანდარტების დაცვით UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით შემუშავდა.