გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

29-10-2018

ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია იუკურიძე თანამდებობიდან გადადგა. არსებული ინფორმაციით, მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. 


"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, შაქრო ტერტერაშვილისინფორმაციით, მინდია იუკურიძეს სამსახურის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც ახმეტის ოლქი მაღალი მაჩვენებლით გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.


ტერტერაშვილის თქმით, თავმჯდომარემ ოფიციალური წერილით ცესკო-ს დღეს მიმართა.


სატელეფონო ინტერვიუში გადადგომას ადასტურებს მინდია იუკურიძე. თუმცა, მისი თქმით, ეს პოლიტიკურ პროცესს არ უკავშირდება და გადაწყვეტილება საკუთრი ნებით მიიღო.


საპრეზიდენტო არჩევნებში ახმეტის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 45.99% მიიღო, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 33.25%.


rustavi2.ge