გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ქედის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მუშავდება

10-10-2024

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელი პირველი მაისის ტერიტორიაზე თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, თერმული ნისლის გარდა, გამოიყენება ცივი შესხურების ტექნოლოგია, წერტილოვანი წამლობები ტარდება სპეციალურ სადგურებზე. პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დროისთვის დამუშავებულია 240 ჰა ფართობი.


სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომელიც ჩართულია მოსახლეობის ინფორმირებისა და დროული გაფრთხილების სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაში. წამლობის ღონისძიება მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად იგეგმება და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, საღამოს საათებში ხორციელდება.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აზიური ფაროსანა სოფლის ტერიტორიებსა და საცხოვრებელ სახლებში, შემოდგომის დადგომასთან ერთად, დიდი რაოდენობით შეინიშნება, რაც გამომდინარეობს მავნებლის ბიოლოგიიდან - აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად შენობებისკენ ინაცვლებს.


სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ბრძოლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება.


წამლობის ღონისძიებები აჭარასა და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში ოქტომბრის ბოლომდე ინტენსიურად გაგრძელდება.