გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ჭიათურის მაღაროს თანამშრომელმა სამუშაოს შესრულების დროს ხელის მტევანი დაკარგა

30-10-2018

ჭიათურის მაღაროს მემანქანემ, 55 წლის ამირან გოგატიშვილმა მაღაროში მუშაობისას ხელის მტევანი დაკარგა.

 

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის თამაზ დოლაბერიძის თქმით, მემანქანეს ხელი ჯალამბრის ბაგირის მარყუჟში მოჰყვა, რომელიც მოულოდნელად ამოქმედდა.

 

 

მისივე ინფორმაციით, დაშავებულს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა.

 

 

„მემანქანეს მარცხენა ხელი მარყუჟში მოჰყვა, რის შედეგადაც ხელის მტევანი დაკარგა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამირან გოგატიშვილი ძალიან გამოცდილი სკრეპერის მემანქანეა, რამ გამოიწვია ეს ფაქტი, დეტალების გარკვევაში, ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაცია ჩართულია და თუ საჭირო გახდება, პროფკავშირების შრომის დაცვისა და იურიდიული დეპარტამენტებიც ჩაერთვებიან“, - აღნიშნა თამაზ დოლაბერიძემ.


pia.ge