გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს

30-10-2018

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნებზე შესული საჩივრების განხილვა დაიწყო. ოლქში სულ 19 საჩივარი შევიდა  – 10 „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხუთი  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“,  სამი  „სამართლიან არჩევნებს“, ერთი კი, ორგანიზაციას „ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობას” ეკუთვნის.


ძირითადად, საჩივრები პროცედურული ხასიათის დარღვევებს ეხება, მათი  ავტორები საარჩევნო ადმინისტრაციების მოხელეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.


ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე ვარაუდობს, რომ კომისია 19-ვე საჩუქარს დღესვე განიხილავს.


1tv.ge