გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პირს, რომელმაც მეუღლე საფერფლით ცემა, ბოლნისის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

31-10-2018

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.კ. ერთი თვის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე თ.კ.-ზე, ხოლო 2018 წლის 19 აგვისტოს, გ.კ.-მ პირადი უთანხმოების ნიადაგზე, დაზარალებულს კეფის არეში მუშტი, ხოლო ხელის არეში საფერფლე დაარტყა.


სამართალდამცველებმა გ.კ. იმავე დღეს დააკავეს.


მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.