გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ნინოწმინდაში არჩევნებზე მიხეილ სალუაშვილი სააკაშვილში აერიათ

1-11-2018

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთმა კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში 87 ხმა მიიღო, თუმცა, როგორც ირკვევა ამომრჩეველს ის მიხეილ სააკაშვილში აერია. ამის შესახებ რადიო „ნორი“ წერს. 


ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ მათ ხმა სააკაშვილს მისცეს, თუმცა გაუკვირდათ, როცა ჟურნალისტმა მათ უთხრა, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობდა. ამომრჩევლები კი ამტკიცებენ, რომ სიაში სააკაშვილი ამოიკითხეს. 


ეჭვს, რომ მათ შეცდომით მისცეს ხმა, ისიც ამყარებს, რომ სალუაშვილი ნინოწმინდაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არც ჩასულა და ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მას არ იცნობს.


imedinews.ge