გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პრემიერი: არადიპლომატიური განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა

21-10-2024

ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ ეს არ არის, ბუნებრივია, ელჩის უფლებამოსილების სფერო და პრეროგატივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის საელჩოს განცხადებას ეხებოდა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა არადიპლომატიური განცხადება გააკეთა, რითაც უხერხულობა შეუქმნა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს.


„უხერხულობა შეუქმნა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს. კარგია, რომ ეს უხერხულობა ამ განცხადებით გარკვეულწილად განეიტრალდა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.