გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჯეფ ჰარტმანი: შეერთებული შტატებისთვის საქართველო ნდობით აღჭურვილი პარტნიორია

1-11-2018

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშის, ჯეფ ჰარტმანის განცხადებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოს მთავრობას სრულ ნდობას უცხადებს.


ამის შესახებ მან ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო ნდობით აღჭურვილი პარტნიორია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში შეიარაღებული ძალები ყურაღებით იცავენ, როგორც „ჯაველინს“, ისე სხვა მნიშვნელოვან ტექსნიკას. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოს მთავრობას სრულ ნდობას უცხადებს,“ - განაცხადა ჯეფ ჰარტმანიმ.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოში ვიზიტის დროს ბოლტონმა ქართულ მხარეს მოსთხოვა, რუსეთისთვის „ჯაველინები“ არ გადაეცა.


აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროც.