გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა კახიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: კარგი იქნებოდა სიტყვები - ივანიშვილს „ნუ უსმენთ“ , 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ეთქვა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის სიტყვითა და მხარდაჭერით გახდა საქართველოს პრეზიდენტი

23-10-2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, კახა კახიშვილი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა, რომ ხალხმა ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მოუსმინოს.


კახიშვილის განცხადებით, უკეთესი იქნებოდა, ზურაბიშვილს ეს სიტყვები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ეთქვა და ხალხისთვის მოეწოდებინა, რომ ივანიშვილისთვის არ მოესმინათ, რადგან, სწორედ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მხარდაჭერით გახდა იგი პრეზიდენტი.


„სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილზე: „მას არ უნდა მოუსმინოს ხალხმა“.


ისე, კარგი იქნებოდა ეს სიტყვები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ეთქვა ივანიშვილს „ნუ უსმენთ“. მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვითა და მხარდაჭერით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ალბათ, უკეთესი იქნებოდა დღევანდელი საქართველოსთვის“ - წერს კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში.